logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო და დიასპორა“ - მსჯელობის მთავარი თემა იყო დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში
- +

30 დეკემბერი. 2022. 14:47

 

 

 

დიასპორის აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში; ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა, თეორიული და აპრობირებული გამოცდილება ქვეყანაში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად  საპარლამენტო და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით, - სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

 

კომიტეტის სამუშაო სხდომაზე იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს დიასპორის საკითხებში ირლანდიელმა საერთაშორისო ექსპერტმა კინგსლი თომას აიკინსმა, კულტურული დიალოგის საკითხებში ექსპერტმა ტაკიჰიდე ჰარადამ იაპონიიდან და იაპონელმა ქართველოლოგმა იასუშირო კოჯიმამ. მსჯელობაში კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და  ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი.

 

„დღეს ჩვენ დიასპორასთან ურთიერთობების მიმართულებით მსოფლიო გამოცდილების ექსპერტები გვესტუმრნენ, ისინი წლებია მუშაობენ, სხვადასხვა პროექტებზე, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და კარგად იციან, როგორ უნდა ჩაერთოს დიასპორა ქვეყნის განვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოცდილება წარმატებული პრაქტიკით არის გამყარებული. ირლანდია არის საქართველოს მსგავსი ქვეყანა რიცხოვნებით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით, რელიგიური მისწრაფებებით და სწორედ იმ ევროპული ცივილიზაციით, რომელიც გადის  ამ სხვადასხვა ტრადიციასა და კულტურაზე. სწორედ ასეთი წარმატებული ქვეყნის წარმომადგენლის ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენება ჩვენთვის მართლაც ძალიან საინტერესოა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის თითოეულ წევრამდე მივიტანო ეს პრაქტიკული ნააზრევი, რომელიც დარწმუნებული ვარ საქართველოსთან მიმართებაში იმუშავებს,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner