კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
ბენეფიციარებს ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა წინასაახალწლო ნობათი ბინაზე მიუტანეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეჭირვებული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე ასაკის შვილი) და მარტოხელა მოხუცებისთვის, 9 დასახელების პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტები 120 ბენეფიციარისათვის შეიძინა.