ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა უახლოეს მომავალში სკანდალური ფატქების გასაჯაროვებას გეგმავს. ამის შესახებ ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„დღეიდან ვიწყებ ჩინოვნიკების მხილებას, რადგან ამოვიდა ყელში ამდენი სიბინძურის და ტალახის გავრცელება. სამი წელი შავი პიარი გორდებოდაა და ვუსმენდით რომ თურმე „კახელების კლანი" გვმართავდა, თავზე აჯდა ქვეყანას.
ჟურნალისტები დუმდნენ, რამდენიმეს გამოკლებით, ყველას აწყობდა ტალახში გასვრილიყო ყველაზე პატიოსანი ადამიანი ირაკლი ღარიბაშვილი. წავიდა ირაკლი და იქნებ იკითხოთ რა ქონება შეიძინა მისმა ოჯახმა? რაც ქონდათ ისევ ის აქვთ, აი სხვები კი ვერ დაძღნენ, ამ სამ წელიწადში მოიწყვეს ცხოვრება და ამაზე არავინ წერს! ხოდა იმ კვირაში ფოტოებს ავაფრიალებ, ერთი მინისტრი ზემო ვეძისში სასახლეს როგორ იშენებს, ეტყობა ხელფასით ეს შესაძლებელია და მეც მასწავლეთ, იქნებ კრედიტი დავფარო.
ყველას გამხელთ და ხალხი საბოლოოდ მიხვდება რა მიზანს ემსახურებოდა უპატიოსნესი ადამიანის წინააღმდეგ აგორებული ჭორები! დიახ,სუფთა ხელებით მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და სუფთა ხელებით წავიდა, აი თქვენ კი მის „ჩაძირვას" ცდილობდით, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი სიბინძურე დაგემალათ!"- წერს ჯღარკა