logo_geo
eng_logo
ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათიდან დაიწყება
- +

31 დეკემბერი. 2022. 12:11

 

 

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 00:00 საათიდან კი, სამ სხვადასხვა სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, New One, ნატო მეტონიძე, Killages, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, The Quintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი,  ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე,  ოთო ჯორჯიკია, დუდანა მაზმანიშვილი და ნინო სურგულაძე.

 

საღამოს გაუძღვებიან წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.

 

საახალწლო გალაკონცერტი 02:00 საათამდე გაგრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner