logo_geo
eng_logo
ახალი წლის დღესასწაულის გამო ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრების, ასევე საინფორმაციო ქოლცენტრის მუშაობის რეჟიმი იცვლება
- +

31 დეკემბერი. 2022. 14:20

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო 2023 წლის 1-8 იანვარს არ იმუშავებენ, 9 იანვრიდან კი ჩვეულებრივ განაახლებენ მუშაობას.

 

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner