logo_geo
eng_logo
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას საახალწლო მილოცვა
- +

31 დეკემბერი. 2022. 14:37

 

 

„ძვირფასო უნივერსიტეტელებო,

 

იწყება ახალი, 2023 წელი. ახალი იმედებით, მიზნებით, გეგმებით.

 

გისურვებთ ახალი წელი ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს!

 

მნიშვნელოვანი მისია დაგვეკისრა - შევქმნათ დედა უნივერსიტეტის ახალი ისტორია, წვლილი შევიტანოთ კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიციის ღირსეულად გაგრძელებაში, განვავითაროთ ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი და ვუპასუხოთ XXI საუკუნის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს.

 

ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, დიდი პატივია 2023 წლიდან წარვუძღვე ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეს, როგორც თქვენ მიერ არჩეული რექტორი. იმედია, ერთად შევძლებთ უნივერსიტეტი ვაქციოთ უფრო ცოცხალ ორგანიზმად, რომლის წიაღშიც სწავლებას, მეცნიერებასა და სტუდენტურ ცხოვრებას ყველაზე დიდი როლი ექნება, სადაც, სწორედ მეცნიერების დაფასებასა და კვლევის განვითარებას დაეფუძნება სწავლების მაღალი ხარისხი. ამ ისტორიულ საქმეში ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მჯერა, ერთად ვიზრუნებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის. წინ ბევრი გამოწვევა, წარმატება და გამარჯვებაა!

 

საუკეთესო სურვილებით, თსუ რექტორი ჯაბა სამუშია."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner