logo_geo
eng_logo
გუგა ქაშიბაძე: დეკემბერში პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ 30-მა პაციენტმა მოგვმართა, საიდანაც 40% ბავშვი იყო
- +

31 დეკემბერი. 2022. 14:58

 

 

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკას ადამიანები აქტიურად იყენებენ, შესაბამისად, იზრდება, ასაფეთქებელი საშუალებებით, ჯანმრთელობის და სხეულის დაზიანების ფაქტები. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, მთელი დეკემბრის განმავლობაში მათ კლინიკას დაახლოებით 30-მა პაციენტმა მიმართა.

 

„საბედნიეროდ, არცერთი რთული შემთხვევა არ იყო, აქედან 40% არის ბავშვი, 60% კი მოზრდილი. ძირითადი სტატისტიკით, ზიანდება ხოლმე მარჯვენა მტევანი და წინა მხარი, შემდეგ მოდის სახე და თვალები, გულმკერდის არე და ზემო კიდურები. სხვადასხვა მიზეზი არის ხოლმე, შეიძლება ინსტრუქცია ზუსტად დაიცვა და მაინც მოხდეს აფეთქება. ხშირად არის ელემენტარული წესების არდაცვა. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ეს არ არის გასართობი ან სათამაშო. დაიცვან უსაფრთხოების წესები, ჩემი რეკომენდაცია იქნება, საერთოდ ნუ გამოიყენებენ“, - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner