ყოფილი რომის პაპი ბენედიქტე XVI 95 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
ბოლო წლებში ბენედიქტე XVI (ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რაცინგერი) ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც 2013 წელს „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ ტახტიდან გადადგა.
ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა.