logo_geo
eng_logo
რას გვირჩევენ მედიკოსები ვირუსებისგან თავის დასაცავად საახალწლო დღეებში
- +

31 დეკემბერი. 2022. 16:20

 

 

მედიკოსები ახალ წლამდე ერთი დღით ადრე მთავარ რეკომენდაციებს გვიზიარებენ, თუ როგორ დავიცვათ თავი სეზონური ვირუსებისგან. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და მოვერიდოთ ხალხ მრავალ ადგილებს.

 

როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, მათი ძირითადი რჩევა მოსახლეობისადმი ახალი წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

 

„ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. შეზღუდვებზე საუბარი, მით უმეტეს პანდემიის ორ-სამწლიანი მძიმე პერიოდის შემდეგ, ალბათ, საუბარი ზედმეტი. ჩვენი ძირითადი რჩევა იქნება, ახალი წლის შემდეგ პერიოდში როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან, ვინაიდან იანვარ-თებერვალი, ალბათ საქართველოში აქტიური პერიოდი იქნება.

 

ხელების ჰიგიენა - რაც შეიძლება, ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები. ძალიან რთულია ამ რჩევის მიცემა, მაგრამ მაქსიმალურად თავი უნდა ავიცილოთ დახურულ სივრცეში თავყრილობისგან. ბავშვებისთვის ეს გართობის შესაძლებლობაა, ამიტომ ეს უფრო თეორიულ რჩევად რჩება, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთ თავყრილობებს მოვერიდებით.

 

თუ თქვენს შვილს, თუნდაც მცირე გამონადენი აქვს ცხვირიდან, ცემინება, მიუხედავად იმისა, ცხელება აქვს, თუ - არა, უმჯობესია სახლში დარჩეს. არ გაუშვათ ასეთი ბავშვი დაბადების დღეზე, წვეულებაზე“, - განაცხადა ჩხეიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner