logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა
- +

31 დეკემბერი. 2022. 16:31

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 70 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია - „საუკეთესო პროექტი“, რომელიც საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის infohub.rs.ge-ს შექმნისთვის მეთოდოლოგიის, იურიდიული, ანალიტიკური, დავების, მომსახურების, ფინანსური, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების 15 თანამშრომელს გადაეცა.

 

„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

 

დაჯილდოების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, პაატა კილაძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner