logo_geo
eng_logo
ზაურ დარგალმა შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და მარნეულის რაიონული პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად პოლიციელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
- +

31 დეკემბერი. 2022. 18:10

 

 

გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატმა ზაურ დარგალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, გურამ ნაცვლიშვილთან და მარნეულის რაიონული პოლიციის ხელმძღვანელთან, გიორგი ნავროზაშვილთან ერთად პოლიციელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

„პოლიციელი გმირია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს და ყოველ დღე ჩვენი ხალხის სამსახურშია. ძალზედ დასაფასებელი ის შრომა, რომელსაც პოლიციელები ასრულებენ და ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად, ხალხის და სამშობლოს წინაშე ვალს იხდიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ! თქვენ ხართ ნამდვილი გმირები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაუღალავად ემასხურებით“, - აღნიშნა დარგალმა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner