logo_geo
eng_logo
ოზურგეთში საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს
- +

31 დეკემბერი. 2022. 22:47

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან და პარლამენტის წევრის - გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ოზურგეთის ბიუროს უფროსთან, ქეთევან ვასაძესთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.

დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს. ჩვენი სამააყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კლინიკა „მედალფას“ მედპერსონალი, მეხანძრე-მაშველები, სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ახალ წელს სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, რათა დაცული იყოს თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ოზურგეთის სახელით, მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!“ - განაცხადა, ავთანდილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner