„ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მომავალი, ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
„დაგვიდგა ახალი წელი, დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაც ვიდოდე ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა სწორად შეარჩიეს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მომავალი, ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი.
ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი მეგობრების წინაშე. იმედი მაქვს, რომ დასძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ყოველივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს“, - ბრძანა პატრიარქმა.