logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ემიგრანტმა ქალბატონებმა საოცარი როლი შეასრულეს ოჯახების და ქვეყნის გადარჩენაში
- +

9 მარტი. 2016. 18:01


პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქალებს უმასპინძლეს.   კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა ემიგრანტ ქალებს საქართველოს წინაშე გაწეულ ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.


სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ უცხოეთში წასული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქალბატონები არიან და მათ საოცარი როლი შეასრულეს ოჯახების და ქვეყნის გადარჩენაში. მისივე თქმით, სახელმწიფომ გასულ წელს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისთვის პირველად გაითვალისწინა ბიუჯეტში თანხა, რომელიც წელს კიდევ გაიზარდა.


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა კომიტეტის, ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სახელით, ბოლო წლებში სამშობლოში დაბრუნებულ ოთხ ემიგრანტ ქალბატონს საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის სპეციალური დიპლომები გადასცა.


შეხვედრის დასასრულს, ნაჩვენები იქნა თეიმურაზ ჭკუასელისა და ნანა ჯანელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "გალობის რაინდები".  ჩვენების შემდეგ, ემიგრანტ ქალებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ თავად ემიგრანტი ქალებიც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner