logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: თქვე მართლა მაიმუნო ვირიშვილებო!
- +

28 აგვისტო. 2016. 21:59



რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:


„შორს არ წავალ - ჯერ იყო და ისეთი სათუთი სიტყვა, როგორიცაა „სამართლიანობა" - აიგდეს, ახლა „სად იყავი აქამდე"- ატრიალებენ და იდეას, რომელიც ამ სიტყვებში დევს, ასწორებენ მიწასთან, ირონიით, დაცინვით. ამ მხრივ, ძირითადად, ის ხალხი აქტიურობს, ვისაც აქამდე ბუჩქებიდან თავი არ გამოუყვია და შიშისგან, პამპერსები სჭირდებოდა. აღარაფერს ვამბობ მერკანტილურ მიზნებზე... ჩემი აზრით, ამ მასხრად აგდებით, ეს ხალხი თავიანთ წარსულის გადაფარვას ცდილობს, ჩაკუკული წარსულის.

 

გასაგებია და მესმის, რომ ახლა აიშვა ყველამ, აღარც ცოცხების ეშინიათ, აღარც ციხის, აღარც ტყვიის, აღარც სამსახურიდან გამოგდების... გასაგებია, რომ 9 წელი ბუჩქებში ჯდომა არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება იქ გააგრძელო არსებობა, მაგრამ თავს მაინც ნუ გვაყვედრით, თქვე მართლა მაიმუნო ვირიშვილებო! ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და თავს ნუ მოიჭრით ბოლომდე.

 

ეს სტატუსი იმას ეხება, ვინც საკუთარ თავზე მიიღებს. გთხოვთ, გულში ჩუმად გადაიტანეთ და არ შემომივარდეთ აქ თავის მართლებით, თორემ მეც კაი მასხრად აგდების ხასიათზე ვარ ამ წმინდა დილას, რატომღაც."- წერს შარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner