რუსეთმა კიევზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. შედეგად კიევში 1 ადამიანი - 19 წლის კაცი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ოკუპირებულ დონეცკში კიდევ 400 მოკლული რუსი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.