ლონდონში ტრადიციულ საახალწლო აღლუმს ათასობით ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღლუმი კორონავირუსის პანდემიით გამოწეული სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად, 1 იანვარს, 1987 წლიდან ტარდება. წელს მასში 8 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მაყურებელთა რაოდენობამ კი 500 ათასს გადააჭარბა.