logo_geo
eng_logo
ნათია გოლიაძემ ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა
- +

2 იანვარი. 2023. 14:35

 

 

 

ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, ლალი სიჭინავასთან ერთად ანასეულის ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა და ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

 

„დღეს ჩვენს მოხუცებს მივულოცეთ ახალი წელი და ვუსურვეთ ჯანმრთელობა, მხნეობა და სულიერი სიმშვიდე. ხანდაზმულთა სახლში სულ 18 ბენეფიციარი ცხოვრობს - მათთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, ცხოვრობენ მშვიდ და მყუდრო გარემოში.

 

ისინი მარტოობას ასეთ დღესასწაულებზე ყველაზე მძაფრად გრძნობენ და მათთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ხანდაზმულებზე ზრუნავს,“- აღნიშნა მერის მოადგილემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner