logo_geo
eng_logo
მექსიკის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
- +

2 იანვარი. 2023. 17:08

 

 

 

მექსიკის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

 

შემთხვევა ქალაქ ხუარესში მოხდა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 10 სამართალდამცველი და ოთხი პატიმარია. ამასთან, დაშავებულია 13 ადამიანი, 24-მა პირმა კი ციხიდან გაქცევა შეძლო.

 

როგორც reuters წერს, კიდევ ორი პირი მოგვიანებით ასევე შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა ქალაქის სხვა ნაწილში. ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე.

 

პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ციხის შენობასთან დაჯავშნილი ავტომობილებით ადგილობრივი დროით 07:00 საათისთვის გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს.

 

შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მუნიციპალური პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დევნის ოპერაციის შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner