logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას - მხარს ვუჭერთ უკრაინის გმირულ ბრძოლას
- +

2 იანვარი. 2023. 18:14

 

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლა თავისუფლებისთვის და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გეხმარებით ზამთრის პერიოდში გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებითა და სასკოლო ავტობუსებით. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ ფინანსურ დახმარებას. მალე ჩვენ დავიწყებთ 18 მილიარდი ევროს [ფინანსური] მხარდაჭერის პაკეტის ყოველთვიური ტრანშების გაცემას. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უკრაინაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner