logo_geo
eng_logo
უკრაინის არმიის სტრატკომი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 300 - დაშავდა
- +

2 იანვარი. 2023. 18:50

 

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 300 - დაშავდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე ქალაქ მაკიივკაში მდებარე შენობა გახდა, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განთავსებული.

 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად 63 ჯარისკაცი დაიღუპა.

 

რუსული მხარე აზუსტებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დარტყმა HIMARS-ის სარაკეტო სისტემიდან განახორციელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner