logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ უბედურს, ვინმემ აუხსენით, რომ... ჯერ ერთი, ბიძინა თავს კაჟივითა გრძნობს და მნახველები არ სჭირდება
- +

2 იანვარი. 2023. 22:35

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ამან 2022 წელი ძაან ,,გენიოსურად'' დახურა!

ზვიად კუპრავა: ,,მიშას ერთ წელიწადში 2000 მნახველი ჰყავს და ბიძინას 200 მნახველი არ ჰყავს 10 წლის განმავლობაში''.

აი, თქვენ კიდე იძახით, თავის მოყვანილობასა და გამომეტყველებას მნიშვნელობა არ აქვსო.
როგორ არ აქვს, განა ერთზეც და მეორეზეც არ ეტყობა, რომ მაგარი დუნდუკია?!

ამ უბედურს, ვინმემ აუხსენით, რომ... ჯერ ერთი, ბიძინა თავს კაჟივითა გრძნობს და მნახველები არ სჭირდება... მეორე - მიხასთან 2000 მნახველი კი არა, 2000-ჯერ მნახველი ჰყავს, 570-ჯერ გიულ-დედული იყო შესული, 1230-ჯერ კიდე ეკა ხერხეულიძე.
ეს რამდენი გამოვიდა? მგონი 1800. ეგ არი, დანარჩენი 200 ბილეთი ოჯახის სხვა წევრებზე, ე.წ. ექსპერტებზე, ნაცდეპუტატებსა და ადვოკატებზე გაიყიდა!

ისე, ბიძინა ივანიშვილმა მიღების დღეები რომ დააწესოს, ამ ტარტაროზს წარმოუდგენია, როგორი რიგები დადგება? თანაც ისე დადგება, დედები საკუთარ შვილებსაც რომ აღარ აიყვანენ ხელში.

არა, რაააა... ამიერიდან აღარ თქვათ, თავის მოყვანილობასა და დუპლეტურ გამომეტყველებას მნიშვნელობა არ აქვსო.
აქვს, ნამდვილად აქვს!

ჰო, კუპრავას ისიც აუხსენით, მაგ ლოღიკით ბიძინა ოლიგარქი აღარ გამოდის-თქვა!"- წერს გელა ზედელაავილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner