logo_geo
eng_logo
3 თებერვალს კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება
- +

3 იანვარი. 2023. 09:44

 

 

კიევში 3 თებერვალს ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

 

„ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე უაღრესად დიდი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა უკრაინული მხარის მზადყოფნას, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაოები, რათა მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner