logo_geo
eng_logo
„წიგნის ბუდე“ უკვე ასურეთშია - „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით, სკვერის ბიბლიოთეკა წელს 5 რაიონში მოეწყო
- +

3 იანვარი. 2023. 13:30

 

 

სოფელ ასურეთის ბიბლიოთეკის ეზოში „წიგნის ბუდე“ მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ეს წელს უკვე მე-5 სკვერის ბიბლიოთეკაა. აქამდე „წიგნის ბუდე“ თიანეთში, ბოლნისში,  წყალტუბოსა და გორში დაიდგა. სკვერის  ბიბლიოთეკების მოწყობის ინიციატივა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. პროექტი ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ჩართულობითა და „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივ  ბავშვებს და არამარტო მათ შეეძლებათ, „წიგნის ბუდიდან“ ნებისმიერ დროს აიღონ მათთვის სასურველი წიგნი, წაიკითხონ ის ადგილზე ან სულაც, სახლში წაიღონ; წაკითხული წიგნი კი, შემდეგ ისევ „ბუდეში“ დააბრუნონ ან სხვა წიგნით ჩაანაცვლონ.

 

სკვერის ბიბლიოთეკის გახსნის პარალელურად, ადგილზე, ტრადიციულად, ეწყობა სალექციო შეხვედრა და გამოფენა, რომელიც საქართველოში გერმანელების ყოფასა და ცხოვრებას ეძღვნება.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, სამკითხველო სივრცე რეგიონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.

 

ეს ჩვენი მორიგი სკვერის ბიბლიოთეკაა, ამჯერად სოფელ ასურეთში. ბუნებრივია, ძალიან გვიხარია, რომ „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით ქალაქების გარდა, ამგვარ სივრცეებშიც ვხსნით სკვერის ბიბლიოთეკებს. სწორედ ადგილობრივ ახალგაზრდობას სჭირდება მსგავსი სივრცეები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან აქტიური და აქტუალური იქნება, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

 

„პროკრედიტ ბანკი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლებასა და მომავალ თაობაზე ზრუნვას პრიოორიტეტულად მიიჩნევს და გამოთქვამს მზადყოფნას მსგავს პროექტებში მონაწილეობისთვის. პროკრედიტ ბანკისმხარდაჭერით, რიგით მეხუთე სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა, ამჯერად სოფელ ასურეთში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ შესანიშნავი პროექტისთვის. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო ინიციატივებში, - განაცხადა „პროკრედიტ ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა იასეშვილმა.

 

 

როგორც პროექტის იდეის ავტორმა, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა აღნიშნა, „წიგნის ბუდე“ ქვეყანაში განათლებისა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და  განათლების ხმა მთელ საქართველოს უნდა მისწვდეს.

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და „პროკრედიტ ბანკის“ საერთო ინიციატივით მომავალში დაიგეგმა მსგავსი საგანმანათლებლო ტიპის ინიციატივები  და ღონისძიებები.

 

https://www.youtube.com/watch?v=UX1WM5qE9Rw

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner