ბათუმში 36 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა, "სან-რემოს" მოპირდაპირედ, მეტრში ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირიდან 500 მეტრში ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი ადგილორივი მცხოვრების, ნუგზარ საგინაძის მტკცებით, ნაპოვნი მისი ძმაა. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ ახლობლებთან ერთად ზღვაში 26 აგვისტოს საღამოს 10 საათზე შევიდა და რამდენიმე წუთში გაუჩინარდა.
დაკარგულის ახლობლების განამრტებით, მან ცურვა არ იცოდა.
მამაკაცის სამძებრო სამუშაოები იმ დღესვე დაიწყო, თუმცა გვიან ღამით ძლიერი შტორმის გამო შეჩერდა, დღეს დილის 7 საათიდან კი ისევ განახლდა.
ცხედარი ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა უტარდება.