logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პრეტენზია აქვთ, რომ ქვეყანა მართონ და ლოკაციებზე ჩხუბობენ
- +

3 იანვარი. 2023. 16:25

 

 

„ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან - არა, ლოკაციებზე!“ - ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციის შესახებ აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონია.

 

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე აქვთ და სინამდვილეში ლოკაციებზე ჩხუბობენ.

 

„ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ - ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან - არა, ლოკაციებზე! ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი - ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner