logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ბალტიის სამივე ქვეყანას, საქართველოსთან შედარებით, დღემდე გაცილებით მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციასთან
- +

3 იანვარი. 2023. 17:02

 

 

„ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ რუსეთის ფედერაციასთან შეადგინა დაახლოებით 17.0 მილიარდი აშშ დოლარი, ამასთან თითოეული ქვეყნის ექსპორტის მოცულობა ცალ-ცალკე მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე წერს.

 

ექსპერტი სოციალურ ქსელში ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

 

„ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბების შესახებ რუსეთის ფედერაცია ბალტიის ქვეყნების (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა) ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, სავაჭრო ბრუნვის მოცულობით არც ერთ მათგანთან რუსეთს არ უკავია ლიდერის პოზიცია, მაგრამ ყველა მათგანისათვის ეს ქვეყანა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში გადის. ამ ქვეყნების საგარეო სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი, ბოლო მონაცემებით 9.4 პროცენტია. - და ეს რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული სანქციების ფონზე. - 2022 წლის არასრული მონაცემებით (ოპერატიული ინფორმაციით და დეკემბრის მონაცემების გარეშე), ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ რუსეთის ფედერაციასთან შეადგინა დაახლოებით 17.0 მილიარდი აშშ დოლარი (ექსპორტი - 7.2 მლრდ აშშ დოლარი, იმპორტი - 9.8 მლრდ აშშ დოლარი).

 

ამასთან თითოეული ქვეყნის ექსპორტის მოცულობა ცალ-ცალკე მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს: ესტონეთისა - 2.4-ჯერ, ლატვიის - 2.3-ჯერ, ლიეტუვის - 7.4-ჯერ. ანალოგიური სურათია იმპორტის მხრივაც: ესტონეთის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7-ჯერ, ლატვიის - 1.04-ჯერ, ლიეტუვის - 3.3-ჯერ. მთლიანად, ბალტიის სამივე ქვეყნის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 12.1-ჯერ, ხოლო იმპორტის, შესაბამისად - 6.1-ჯერ. კიდევ უფრო შთამბეჭდავია სხვაობა მოსახლეობის ერთ სულზე: ესტონეთის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის ერთ სულზე აღემატება საქართველოს შესაბამის მაჩვენებელს 4.8-ჯერ, ლატვიისა - 3.3-ჯერ, ხოლო ლიეტუვისა - 7.0-ჯერ; საშუალოდ ბალტიის ქვეყნების მიხედვით - 5.4-ჯერ. ანალოგიურად, იმპორტი მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოსთან შედარებით მეტია: ესტონეთში - 3.5-ჯერ, ლატვიაში - 1.5-ჯერ, ხოლო ლიეტუვაში - 3.14-ჯერ; საშუალოდ ბალტიის ქვეყნების მიხედვით - 2.7-ჯერ.

 

აქ სკეპტიკოსებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა: ბალტიის ქვეყნები ეკონომიკურად ჯერჯერობით უფრო მეტად არიან განვითარებული, ვიდრე საქართველო, ამიტომაც დიდ ეკონომიკასაც ობიექტურად უფრო მასშტაბური სავაჭრო კავშირები ექნებაო რუსეთის ფედერაციასთან. დიახ, ბალტიის სამივე ქვეყნის ეკონომიკა საქართველოსას აღემატება დაახლოებით 3.6-ჯერ, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა რუსეთის ფედერაციასთან 4.7-ჯერ უსწრებს საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად, $2802 და $598). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბალტიის სამივე ქვეყანას დღემდე გაცილებით მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ვიდრე საქართველოს“, - წერს სოსო არჩვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner