საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინას მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
„ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მტკიცე განწყობას, გავაგრძელოთ რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემა, რადგან ზამთარი ახლოვდება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„უკრაინის გამარჯვება ეგზისტენციალურია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა თავის მხრივ კრისტერსონმა და ხაზი გაუსვა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე ევროკავშირის რეაგირების მნიშვნელობას.