უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა განიხილეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას უკვე მიმდინარე წელს გამარჯვების მოსაახლოებლად. ამისთვის უკვე გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.