"სანამ ისე მოიქცევით, როგორც გივია თარგამაძე მოიქცა დღეს, ქალაქში მშვიდად ვერასდროს ივლით! ისევე, როგორც თქვენი ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი, რომელსაც გუშინ საღამოს მოხვდა ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი წერს.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს აღნიშნული პოლიციაში არ განუცხადებია.
„არანაირი სინანული, არანაირი განცდა დანაშაულისა, პირიქით! ერთადერთს დარდობენ, რომ ორ გვამს უკვეთენ და აღარ სრულდება ძველებურად… ისევ უნდათ შეუზღუდავი ძალაუფლება და რაც დაგვაკლეს ერთიანად აგვინაზღაურებენ! სანამ ისე მოიქცევით, როგორც გივია თარგამაძე მოიქცა დღეს, ქალაქში მშვიდად ვერასდროს ივლით! ისევე, როგორც თქვენი ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი, რომელსაც გუშინ საღამოს მოხვდა ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში! მოხვდა, ყველა გამწარებული, შეურაცხყოფილი, ნაწამები ადამიანის სახელით! მოხვდა და ეს თქვენი, ოდესღაც “უძლეველი ძალოვანი” უკანასკნელი ვირთხასავით გაიქცა, ჩამოიფერთხა და გაიძურწა! როგორც ვიცი პოლიციაშიც არ განუცხადებია, ალბათ არ უნდა სექტამ ასეთ მდგომარეობაში იხილოს!
გაჩერდით! დაასრულეთ! თავი დახარეთ და ბოდიში მოიხადეთ! ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას! ნაცვლად იმისა, რომ წარსულში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ინანიებდეთ, ყოველდღიურად აგრძელებთ ბინძურ პროვოკაციებს! გაფრთხილებთ, ვანოზე პანღური მონაგონი იქნება!“, - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.