საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს! ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.