აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრის შედეგად სპიკერი ვერ აირჩია. მედიის ინფორმაციით, „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, კევინ მაკარატკიმ ხმათა საკმარისი რაოდენობა, 218 ხმა ვერ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 222 მანდატი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრის შემდეგ სპიკერის არჩევა 1923 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო.