4 იანვარს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებით, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე.
როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი მისი უწმინდესობისათვის.
გალა-კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.