logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ნათელა ბარამიშვილი - ადამიანი, რომელიც მუდამ მემახსოვრება...
- +

4 იანვარი. 2023. 09:43

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„უძვირფასესი ადამიანი ნათელა ბარამიშვილი  წავიდა ამქვეყნიდან, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უღალატო მამულიშვილი და ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სასურველი სტუმარი იყო ჩვენს სახლში. ზვიად გამსახურდიას დაარსებული ჰელსინკის კავშირის ღირსეული წევრი!

 

ნათელას უფროსი და მაყვალა ბარამიშვილი მონაწილე იყო 1956 წლის 9 მარტის, მან საკუთარი თვალით ნახა მიხაილოვის საავადმყოფოს პროზექტურაში დახვრეტილი ახალგაზრდობა, ვინც მტკვარში გადაყრას გადაურჩა და ყველა მონაცემები გამოიტანა იმ შავბნელ დროში. ასე გაცხადდა მაშინდელი გმირების ვინაობა! მისი უმცროსი და ნათელა ძველ თბილისში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, თვით შავი სამყაროს წარმომადგენლებიც უდიდეს პატივს სცემდნენ, ცნობილი საცეკვაო ანსამბლის სოლისტი გახლდათ, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა ეროვნული იდეალების გამო. საბჭოთა ხანაში, როცა მის სამსახურს არაფორმალები მიტინგის ჩასატარებლად მიადგნენ ნათელამ გაუღო ალაყაფის კარები და იმ დღესვე სამსახურიც დაკარგა. ცხადია იცოდა რომ არავინ დატოვებდა მას სამსახურში, მაგრამ ერთი წუთით არ უფიქრია უკან დაეხია რაიმეზე როცა ეროვნულ იდეებს ეხებოდა! 9 აპრილის დილას, ჯერ კიდევ დარბეულ რუსთაველის გამზირზე პროკლამაციების გაკვრის გამო რუსმა სამხედროებმა დააპატიმრეს და მთავრობის სასახლეში დაბანაკებულ სამხედროებს გადასცეს, ნათელა ბარამიშვილის დამკითხავი კი, არც მეტი, არც ნაკლები აღმოჩნდა, თავად 9 აპრილის სისხლიანი ღამის ჯალათი როდიონოვი, რომელმაც უთხრა, რომ ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის მკაცრად დასჯიდნენ, ქართველები მაშინ ერთ მუშტად იყვნენ შეკრულები და ნათელა უმნიშვნელო თანხით დააჯარიმეს და სასამართლოდან გამოუშვეს... მას არც კი უყოყმანია, ისე ჩადგა  პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიგებში. ყველა მიტინგის მონაწილე იყო, მაშინაც კი როცა პუტჩის შემდგომ უმოწყალოდ იხვრიტებოდა მიტინგები, „დუბინკაც“ ბევრჯერ მოხვდა ავადსახსენებელ მღებრიშვილის ომონისგან და  როგორი დამთხვევაა, რომ როცა პუტჩისტებმა მშვიდობიანი მიტინგი დახვრიტეს „დიდუბის“ მეტროსთან, ნათელა სწორედ ამ დღეს წავიდა ამ წუთისოფლიდან! სიბერე აღმოჩნდა მხოლოდ მისი დამმარცხებელი. უკვე დაუძლურებულს ხშირად ვაკითხავდი და დედაჩემიც ყოველთვის მატანდა მისთვის საკვებს და საგზალს... ღირსეულად იცხოვრა, იბრძოლა და არავინ რომ შეუწუხებია, ისე წავიდა ამქვეყნიდან. ადამიანი, რომელიც მუდამ მემახსოვრება და ყოველთვის დიდი სიყვარულით გავიხსენებ!“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner