სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს:
„საქართველოს ეკლესიის დიდ პატრიარქს, ჩვენ სულიერ მოძღვარს და ერის ჭეშმარიტ წინამძღოლს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს 90 წელი შეუსრულდა.
45 წელია ჩვენი ერის მამა სიყვარულით მიგვიძღვის უფლისკენ მიმავალ გზაზე!
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე!“