logo_geo
eng_logo
ანზორ მელია: ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია
- +

4 იანვარი. 2023. 18:55

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია აცხადებს, რომ ერთსა და იმავე თემაზე 2 აქცია არ იყო საჭირო. 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

 

„მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ. არ იყო საჭირო 2 აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე. მე არ ვარ „ნაციონალი“. კი, შვილი მყავს „ნაციონალი“, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს“, - აცხადებს ანზორ მელია.

 

პარალელური აქციები იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით - შიდა პარტიულ არჩევნებში კონკურენტებმა აქციები ერთი მოთხოვნით, თუმცა სხვადასხვა მისამართზე დააანონსეს.

 

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რამდენიმე ადგილას იკრიბებიან. ნიკა მელიამ თანაგუნდელებს მშვიდობის ხიდთან მისვლისკენ მოუწოდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე თავად ზუგდიდში წავიდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა და მხარდამჭერებს იქ შეკრებისკენ მოუწოდა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner