უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
„ჩვენ მოუთმენლად ველით Patriot-ის [უკრაინაში] რაც შეიძლება მალე განთავსებას. ამ სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
21 დეკემბერს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას გამოუყოფს.
„Patriot-ის სარაკეტო ბატარეა იქნება მნიშვნელოვანი აქტივი უკრაინელი ხალხის დასაცავად. მესამე ქვეყანაში მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.