საქართველოს საპატრიარქო, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
„ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა ვიდოდე". ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!" - ნათქვამია პატრიარქის სამადლობელ სიტყვაში.
4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.