„ზუსტად არ ვიცი ლალი მოროშკინა დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად. ის დამოუკიდებელი მოთამაშეა პოლიტიკურ სივრცეში", - ამის შესახებ "აიპრესთან" "ერთიანი საქართველოსთვის" დამფუძნებელმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
"მას დიდი პატივს ვცემ. ის გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთან საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას სურვილი აქვს ზუგდიდში სანდრა რულოვსს დაუპირისპირდეს", - განაცხადა მეჭაურმა.
"ერთიანი საქართველოსთვის" დამფუძნებლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოროშკინა საკუთარ კანდიდატურას წარადგენეს, მისი პარტია მას ხელს არ შეუშლის და კანდიდატურას არ დააყენებს.
"ჩვენი პარტიიდან კონკურენტს არ დავუყენებ და ალბათ, მხარსაც დავუჭერ ", - განაცხადა მეჭიაურმა.