logo_geo
eng_logo
ოპერისა და ბალეტის თეატრში ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საზეიმო გალაკონცერტი გაიმართა
- +

5 იანვარი. 2023. 12:47

 

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალაკონცერტი გაიმართა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

 

კონცერტზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო ბიოგრაფიული ფრაგმენტები. საიუბილეო ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. კონცერტზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და წმინდა სინოდის წევრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner