ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, გიორგი მარგველაშვილი შეგნებულად იტყუება.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება ყოფილი პრეზიდენტისგან ძალიან სამარცხვინოა!
„ამ ადამიანის ბახუსთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა-თქო. თუმცა არც ნაბახუსევზე გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით. აქ კი უბრალოდ შეგნებულად იტყუება, პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს, რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს, იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს! მაშ რა ხდება, ან სერიოზულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ჩვეულებრივ პოპულიზმთან, უფრო კი სრულიად შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. ყოფილი პრეზიდენტისგან კი ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.