ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.
როგორც აბაშიძე აბაშიძე აღნიშნავს, სასჯელის გადავადება არაა პრეზიდენტის კომპეტენცია, ამას სასამართლო წყვეტს.
მისივე თქმით, ეს ელემენტარულია და ამას იურიდიული განათლებაც კი არ სჭირდება.
„გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი. მრჩევლების დამსახურებით ისეთ სისულელეებს არ აკეთებდა, რაც ახლაც იკადრა. სასჯელის გადავადება არაა პრეზიდენტის კომპეტენცია, ამას სასამართლო წყვეტს. ეს ელემენტარულია და ამას იურიდიული განათლებაც კი არ სჭირდება. კატასტროფაა გერქვას ვითომ ოპოზიციონერი და მუდმივად სიბრიყვეებს ავრცელებდე“, - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.