ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
„მთას განსაკუთრებული თვითმმართველობა უნდა ქონდეს.
ბევრ საკითხს ისტორიული თემი უფრო გადაწყვეტს ვიდრე ადმინისტრაციები. საუკუნეების განმავლობაში თემებს და მათ წარმომადგენლებს (ხევისბერი, დეკანოსი, ხუცი...) მშვენივრად გამოსდიოდათ ადმინისტრირებაც, დემოკრატიაც (პირდაპირი და წარმომადგენლობითი) და წესრიგიც დღეს კი მათ მხოლოდ რიტუალებიღა შემორჩათ.
არ ვარგა ასე, გაქრება ადათწესები და მთის მოსახლეობა. მხოლოდ ტურიზმი კი ამ ადათებს ფასიან თეატრად გადააქცევს. უმრავლესობუს დეპუტატებს გეხებათ ეს."- წერს უძილაური.