logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტისკენ მოუწოდა
- +

5 იანვარი. 2023. 15:41

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტისკენ მოუწოდა. ორ პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები და ენერგეტიკული საკითხები.

 

ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ამისთვის საგზაო რუკის შემუშავებაა საჭირო.

 

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა სერიოზული დიალოგისთვის, იმ პრირობით, რომ უკრაინის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ დასახელებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალიებს“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner