logo_geo
eng_logo
გარემოს ეროვნული სააგენტო 7-8 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს
- +

5 იანვარი. 2023. 16:38

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-8 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, 7-8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner