logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ იმ ქცევის ნაწილია, როდესაც მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს - სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა
- +

5 იანვარი. 2023. 20:07

 

პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ იმ ქცევის ნაწილია, როდესაც მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს - სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

დღეს ეს ახალი რეალობა ყველაზე კარგად ჩანს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის საშუალებით. სისასტიკემ ბევრი შოკში ჩააგდო, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ვხედავდით, რომ ეს ომი ახლოვდებოდა. ეს არის იმ ქცევის ნაწილი, როდესაც მოსკოვი სამხედრო ძალას იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად: სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და ომი უკრაინაში გასულ თებერვალში არ დაწყებულა. ის 2014 წელს დაიწყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმებით“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner