პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბორჯომში საახალწლო ზეიმი იმართება. სტუმრებისთვის მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები.
19:00 საათზე გალა კონცერტი დაიწყება. საახალწლო კონცერტები უკვე გაიმართა ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ადიგენში.