გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს.
რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანია ყოველთვის დააკორექტირებს უკრაინაში იარაღის მიწოდებას „ბრძოლის ველზე მოთხოვნილებებიდან გამომდინარე“.
აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის.
„[საფრანგეთის] პრეზიდენტს სურს გააძლიეროს უკრაინისათვის უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარება AMX-10 ტიპის მსუბუქი საბრძოლო ტანკების მიწოდებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, - აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.