logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ხურჩაში ტერორისტული აქტი მოაწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილმა და ძმებმა ახალაიებმა!
- +

29 აგვისტო. 2016. 04:31



ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის მონაკვეთის აფეთქების ორგანიზატორების მიზანი, საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესზე დარტყმა იყო. უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ძალიან რთულ პერიოდში შედის ქვეყანა და დესტაბილიზაციის საფრთხეც მატულობს, ხოლო ვინ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციაში, ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ყველამ იცის.


for.ge ლაშა ნაცვლიშვილს ესაუბრა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ინტერესზე დარტყმა. ეს ჩვენი სამსახურების და სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ხვალაც და ზეგაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, ამ დარგში ყველა ძლიერ საერთაშორისო მოთამაშესთან საქართველო იმკვიდრებს სტაბილური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული პარტნიორის სტატუსს და ეს ვიღაცას ძალიან აღიზიანებს.


- ვინ შეიძლება ესვიღაცა" იყოს, ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია, თუ მეზობელი ქვეყანა? ხაზი გაესვა უკრაინის ფაქტორს...


- მე მოვისმინე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ხშირად დადიოდა უკრაინაში და მერე მოვისმინე პროტესტი. უსაფრთხოების სამსახურს რომ განეცხადებინა ტერორიზმში ერთ-ერთი ბრალდებული ხშირად სირიაში დადიოდა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ბაშარ ასადი გვიწყობდა რამეს? ალ ნუსრა, ან რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება? რადგან უკრაინაში დადიოდა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უკრაინის სახელმწიფო იქნა დასახელებული სავარაუდო ორგანიზატორად.


- ფაქტია, რომ ამ მიმართულებით მიჰყავს მსჯელობა პოლიტიკურ ოპონენტებს...


- სწორედ ამიტომ მოვიყვანე სირიის მაგალითი. უკრაინაში, დონბასში ომი მიდის, იქ არ არის ერთი მოთამაშე, ერთი სახელმწიფო უკრაინა. ჩვენს უშიშროების სამსახურს ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბრალი დასდეს იმაში, თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ბრალს სდებდა უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ტერორიზმის ორგანიზებაში. ეს არის ძალიან მძიმე და უსამართლო ბრალდება უსაფრთხოების სამსახურის და ხელისუფლების მიმართ. უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ფაქტი, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად დადიოდა უკარინაში, ამ ფაქტის ანალოგიას გეუბნებით - სირიაში, რომ ევლო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ასადს ვდებდით ბრალს?!


ვინ არის უბანში ქურქის მოპარვაში შემჩნეული? - ყველაზე ნაკლებად მიყვარს ამასთან დაკავშირებით მკითხაობა. ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს, საიდან მოდის, ვინ არის დამკვეთი და ვის ინტერესებში იყო აღნიშნული ტერორისტული აქტი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ.


- ვინ არის დღეს საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული?


- ვინ აწყობდა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დესტაბილიზაციას? დიახ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას ახდენდა დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით. ის, რასაც პაპუაშვილი აკეთებდა „რუსთავი 2"-ისა და უგულავას ქეისებთან, ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, ეს იყო ქვეყნის საკანონმდებლო ქაოსში შეყვანის პირდაპირი მცდელობა.


ამიტომ, მე არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, არასერიოზული იქნება ხელი დავადო რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ან მის რომელიმე ხელმძღვანელს რომელიმე ქვეყანაში და თუნდაც უკარაინაში. მაგრამ ის, რომ ეს ხალხი ყველაფერზე ხელის მომწერია, ამაში ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება. ეს არის ხალხი, რომლებმაც სკოლა დაწვეს და მერე ვალერი გელაშვილს დააბრალეს იმიტომ, რომ გაეგდოთ პარლამენტიდან, გახსოვთ ეს ფაქტი.


- მათ შორის ხურჩის ცნობილი ინციდენტი...


- ხურჩაში ტერორისტული აქტი მოაწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ", მიხეილ სააკაშვილმა და ძმებმა ახალაიებმა. ამიტომ, მათთვის მორალური კრიტერიუმი, რომ ისინი ამას არ იზამდნენ, არ მუშაობს. ვინც ხურჩა მოაწყო, ვინც სკოლა დაწვა, მათგან ეს გამორიცხული არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრალს ვდებ. მაგრამ, ისინი რომ ამაზე ხელის მომწერები არიან, ამაში ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება.


ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა" როგორც კრიმინალური სინდიკატი, ხელის მომწერია ნებისმიერ უსინდისობაზე და დანაშაულზე. პოლიტიკურ მოედანზე გამოჩენის დღიდან სხვა არაფერი უკეთებიათ. დმანისში რომ დაიწყეს ქვების სროლა, იმის მერე ესვრიან ქვეყნას. ამიტომ, თუ დასჭირდათ ტერორისტულ აქტსაც მოაწყობენ, გადაწვავენ კიდეც და ფერფლად აქცევენ ქვეყანას.


როგორც მოქალაქე, პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება ხელს მოაწერს ნებისმიერ კრიმინალურ ქმედებაზე და ტერორისტულ აქტსაც დაუფიქრებლად მოაწყობს. პირად მაქვს გამოძიებული ხურჩის ინიციდენტი, როგორ ესროლეს საკუთარ მოქალაქეს. ესენი გაზსადენს არ ააფეთქებენ კი არა, მეტს იზამენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ 2006 წელსაც გაზსადენი ამათმა ააფეთქეს, ზუსტად, კონფლიქტის ინიცირების მიზნით.


- იმ ობიექტის აფეთქება გამოიწვევდა სახელმწიფოთა შორის კონფლიქტს, რაც შეიძლება გადაზრდილიყო საკმაოდ სერიზულ გეოპოლიტიკურ კონფლიქტში და ეს იყო მოტივიც ამ შემთხვევაში?


- საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური ერთეული, ძალიან დიდ ზიანს მიიღებდა. ჩვენ ვართ დემოკრატიის და სტაბილურობის ოაზისი ამ ოკეანეში. მიმოიხედეთ გარშემო, აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ცოტა უფრო შორს, ძალიან არასტაბილურია სამყარო, რამდენიმე ცხელი წერტილია. საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე, გეპოლიტიკური და გეოსტარტეგიული ჭიდილი დიდ მოთამაშეებს შორის და, ამ ვითარებაში - ქართული ნავი, რომელიც ამ ოკეანეშია, დადებითი კუთხით გამოირჩევა ყველა ჩვენი ზომის და ტოლი მოთამაშისგან. ამიტომ, ამ ინტერესზე დარტყმა ვისგან შეიძლება ყოფილიყო მართული, ახლა ამაზე ლაპარაკი არასწორი და არაკორექტულია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner