უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ე.წ. საშობაო ზავის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
„და ვის სთავაზობს რუსეთი ამ ზავას? საკმაოდ მარტივი გამოსავალი არსებობს: აიღეთ თქვენი ჩემოდნები, აიღეთ თქვენი ხარახურა და წადით რუსეთში. ჩვენ მათთან ზავის შესახებ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. ეს ჩვენ არ გვეხება“, - აღნიშნა მან.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
განკარგულების თანახმად, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ მსახურებას შობის ღამეს“, - ნათქვამია განკარგულებაში.